როგორ ხდება ნობელის პრემიით დაჯილდოება
და რატომ არ გაიცემა იგი მათემატიკოსებზე?
შვედმა ინჟინერ–მექანიკოსმა, მრეწველმა და „დინამიტის“ გამომგონებელმა, ალფრედ ნობელმა (1833-96წწ) სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, ადვოკატების დაუხმარებლად შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმად მისი ქონებით (9 მლნ დოლარით), საპრემიო ფონდი შექმნა. ანდერძის თანახმად ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული ყოველწლიური მოგება ექვს ტოლ ნაწილად იყოფა და პრემიის სახით განსაკუთრებული აღმოჩენებისთვის ენიჭებათ ფიზიკაში, ქიმიაში, ეკონომიკაში, ფიზიოლოგიაში ან მედიცინაში, მხატვრულ ლიტერატურაში, ასევე ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის. ლაურეატების დასახელება ხდება შემოდგომაზე, ოქტომბრის ბოლოსწინა ხუთშაბათს, ხოლო დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სტოკჰოლმსა და ოსლოში 10 დეკემბერს, ნობელის გარდაცვალების დღეს ეწყობა. გადაწყვეტილება პრემიის მინიჭების შესახებ საბოლოოა და გასაჩივრებას ან ჩამორთმევას არ ექვემდებარება.
საზეიმო დღეს ლაურეატები სტოკჰოლმის რაშუტის (ქალაქის თვითმმართველობის შენობა) საუკეთესო დარბაზში საპატიო სტუმრებისა და შვედეთის სამეფო ოჯახის თანდასწრებით, სათითაოდ, ფრაკებში გამოწყობილები ადიან პოსტამენტებზე, რომლებზეც ამოტვიფრულია ასო„N" და მეფის ხელიდან იღებენ ალფრედ ნობელის გამოსახულებიან ოქროს მედალს, საპატიო დიპლომსა და დადგენილი ფულადი ჯილდოს შესაბამის ჩეკს (პრემიალური თანხის ოდენობა ნობელის ფონდის მოგების პროპორციულია).
დაჯილდოების შემდეგ, საპატიო სტუმრებს ბანკეტზე იწვევენ. მოწვეულთა რაოდენობა მკაცრად განსაზღვრულია და ყოველ ლაურეატს, მაქსიმუმ, ათი მხლებლის მიყვანა შეუძლია.
საზეიმო ბანკეტი ერთ საათს გრძელდება. სუფრასთან ადგილს პირველად შვედეთის მეფე იკავებს და ასევე პირველი ტოვებს მას. მიღებაზე კერძებს სამჯერ ცვლიან. ბანკეტს,რომელსაც სპეციალური შეკვეთით დამზადებული ჭურჭლით აწყობენ, 250 კაცი ემსახურება.
P.S. ...გადმოცემის თანახმად საცოლემ ნობელი მათემატიკოს მარკუს გუსტავ მიტაგ ლეფლერზე გაცვალა, რაც ნობელს სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოუნელებია. ამიტომ ყპველივემ ასახვა ჰპოვა ნობელის ანდერძშიც, ნობელის პრემია არ გაცემულიყო მათემატიკოსებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნობელის ფონდის სახსრები გადაეცემოდა სახელმწიფოს!... ანდერძი დღემდე უპირობოდ სრულდება...
სოფ. ზეგნის N1 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე ანა წივწივაძე
და რატომ არ გაიცემა იგი მათემატიკოსებზე?
შვედმა ინჟინერ–მექანიკოსმა, მრეწველმა და „დინამიტის“ გამომგონებელმა, ალფრედ ნობელმა (1833-96წწ) სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, ადვოკატების დაუხმარებლად შეადგინა ანდერძი, რომლის თანახმად მისი ქონებით (9 მლნ დოლარით), საპრემიო ფონდი შექმნა. ანდერძის თანახმად ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული ყოველწლიური მოგება ექვს ტოლ ნაწილად იყოფა და პრემიის სახით განსაკუთრებული აღმოჩენებისთვის ენიჭებათ ფიზიკაში, ქიმიაში, ეკონომიკაში, ფიზიოლოგიაში ან მედიცინაში, მხატვრულ ლიტერატურაში, ასევე ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის. ლაურეატების დასახელება ხდება შემოდგომაზე, ოქტომბრის ბოლოსწინა ხუთშაბათს, ხოლო დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სტოკჰოლმსა და ოსლოში 10 დეკემბერს, ნობელის გარდაცვალების დღეს ეწყობა. გადაწყვეტილება პრემიის მინიჭების შესახებ საბოლოოა და გასაჩივრებას ან ჩამორთმევას არ ექვემდებარება.
საზეიმო დღეს ლაურეატები სტოკჰოლმის რაშუტის (ქალაქის თვითმმართველობის შენობა) საუკეთესო დარბაზში საპატიო სტუმრებისა და შვედეთის სამეფო ოჯახის თანდასწრებით, სათითაოდ, ფრაკებში გამოწყობილები ადიან პოსტამენტებზე, რომლებზეც ამოტვიფრულია ასო„N" და მეფის ხელიდან იღებენ ალფრედ ნობელის გამოსახულებიან ოქროს მედალს, საპატიო დიპლომსა და დადგენილი ფულადი ჯილდოს შესაბამის ჩეკს (პრემიალური თანხის ოდენობა ნობელის ფონდის მოგების პროპორციულია).დაჯილდოების შემდეგ, საპატიო სტუმრებს ბანკეტზე იწვევენ. მოწვეულთა რაოდენობა მკაცრად განსაზღვრულია და ყოველ ლაურეატს, მაქსიმუმ, ათი მხლებლის მიყვანა შეუძლია.
საზეიმო ბანკეტი ერთ საათს გრძელდება. სუფრასთან ადგილს პირველად შვედეთის მეფე იკავებს და ასევე პირველი ტოვებს მას. მიღებაზე კერძებს სამჯერ ცვლიან. ბანკეტს,რომელსაც სპეციალური შეკვეთით დამზადებული ჭურჭლით აწყობენ, 250 კაცი ემსახურება.P.S. ...გადმოცემის თანახმად საცოლემ ნობელი მათემატიკოს მარკუს გუსტავ მიტაგ ლეფლერზე გაცვალა, რაც ნობელს სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოუნელებია. ამიტომ ყპველივემ ასახვა ჰპოვა ნობელის ანდერძშიც, ნობელის პრემია არ გაცემულიყო მათემატიკოსებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნობელის ფონდის სახსრები გადაეცემოდა სახელმწიფოს!... ანდერძი დღემდე უპირობოდ სრულდება...
სოფ. ზეგნის N1 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე ანა წივწივაძე





















