среда, 8 апреля 2015 г.

ზეგნის N 1 საჯარო სკოლა 

ინტეგრირებული პროექტგაკვეთილი გეოგრაფიასა და მათემატიკაში
     პედაგოგები: სოფიო კახიანი და შორენა გორგოძე

                                        პროექტგაკვეთილის გეგმა  

1.    პროექტის დასახელება ,,მასშტაბი"     
2.    საჭირო რესურსები: - რუკა, გლობუსი, სახაზავი და .. ...
3.      პროექტის აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან ახალ ცნებასმასშტაბი. გაიაზრებენ, რომ მასშტაბი წარმოადგენს რუკაზე გამოსახულ მანძილებსა და შესაბამის რეალურ მანძილებს შორის დამოკიდებულებას, ანუ შესაძლებელია დედამიწის ზედაპირის რაიმე ნაწილი შემცირებული სახით გამოსახვა და პირიქით...
4.პროექტის  მიზანი:  - 1) შეისწავლონ მასშტაბი და მისი სახეები.
2) დაეუფლონ მანძილის გასაზომად სხვადასხვა საშუალების გამოყენებას.
3) დამოუკიდებლად შეძლონ რუკასა და გლობუსზე მანძილების გაზომვა.
4) საჭიროების შემთხვევაში მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრატიკულ ცხოვრებაში.
5.   უნარ-ჩვევები: - აღნიშნული თემის შესწავლა მოსწავლეს დაეხმარება ლოგიკური აზროვნების , მსჯელობის, დასკვნის გაკეთებისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
6. პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთებ: -  ხშირად  მოსწავლეები რუკაზე მითითებულ  მასშტაბს  გაუცნობიერებლად აშორებენ  5  ნულს და ვერ ხვდებიან რატომ  იქცევიან ასე. ამიტომ მათ უმეტესად მხოლოდ რუკაზე მითითებული მასშტაბით შეუძლიათ იპოვონ რეალური მანძილი ქალაქებს შორის, მაგრამ უჭირთ იგივე დავალება შეასრულონ თავიანთი არჩეული მასშტაბით.         
7. პრობლემის გადაჭრის გზა: აუცილებელია მოსწავლეებს მივცეთ საშუალება  გამოიყენონ მათემატიკა და გავააზრებინოთ, რომკმ =  100000  სმ.
        აღნიშნულიდან გამომდინარე შეირჩევა 4 სახის ამოცანა:
   I   ამოცანიდან  მოსწავლეები  მათემატიკის  პედაგოგის დახმარებით გაეცნობიან როგორ შეიძლება   რუკაზე  გამოსახული მანძილით და იქვე მითითებული მასშტაბის საშუალებით იპოვონ რეალური  მანძილი ქალაქებს  შორის.
  II   ამოცანიდან  პირიქით,როგორ გამოსახონ რეალური  მანძილი რუკაზე,  შემცირებული  სახით, ასევე მოცემული მასშტაბის გათვალისწინებით.
   III   ამოცანიდან  -  თუ როგორ  განსაზღვრონ  შესაბამისობა რეალურ მანძილსა და გეგმაზე წარმოსადგენ მანძილებს შორის.  ( ანუ იპოვონ რუკის მასშტაბი)
  IY  ამოცანიდან კი, რომ არსებობს ისეთი ობიექტებიც, რომელთა თვალსაჩინოდ გამოსახვა საჭიროა არა შემცირებული, არამედ პირიქით გადიდებული მასშტაბით
8. შედეგი - მოსწავლეები უნდა მიხვდენ, რომ უმჯობესია ერთი და იმავე ერთეულებით გამოსახონ მასშტაბი,  დამოუკიდებლად შეძლონ გეგმის გაკეთება, დახაზვა და რაღა თქმაუნდა, საჭიროების შემთხვევაში მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრატიკულ ცხოვრებაში.
    
 
  9. შედეგის თვალსაჩინოებისათვის: - გეოგრაფიის პედაგოგი შეარჩევს  3 სახის ამოცანას, რომელთაც გადასცემს მოსწავლეებს დამოუკიდებელი სამუშაოსათვის. აკონტროლებს შესრულების დროს. შეფასების რუბრიკას კი შეიმუშავებს ორივე პედაგოგი.


10. დავალება: შეადგინონ სკოლის შენობის ,,საევაკუაციო" რუკა თავიანთი არჩეული მასშტაბით.
11. პროექტის ხანგრძლივობა: ერთი კვირა.


YIIკლასი. მოსწავლეთა რაოდენობა: ორი.
             ირაკლი ზირაქაძე და ანი წივწივაძე

                                  

    


Комментарии: 0:

Отправить комментарий

Подпишитесь на каналы Комментарии к сообщению [Atom]

<< Главная страница